პარმას ესპანელი ფეხბურთელი ადრიან ბერნაბე, რომელიც მეოთხე წელია პარმას ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.
"ბედნიერი ვარ, რომ კვარაცხელიასთან მაისურის გაცვლა მოვასწარი, ნაპოლის სტუმრად შევხვდით და მატჩის შემდეგ, კვარას მაისური გავუცვალე.
ვფიქრობ, კვარაცხელია რეინდერსთან და ლეაოსთან ერთად, წელს იტალიში საუკეთესო იყო", - განაცხადა ბერნაბემ.
ნაპოლისა და პარმას მატჩი 31 აგვისტოს შედგა და ნეაპოლელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. იმ მატჩში ბერნაბეც და კვარაცხელიაც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.