ვალენსიას ყოფილმა მეკარემ, ანდრეს პალოპმა, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა კიპერს სხვა გუნდში გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, ევრო 2024-ზე წარმატებული თამაშის შემდეგ კი ქართველი კარის დარაჯის ტრანსფერი კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
"სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის დასახასიათებლად, თუ როგორ მაღალ დონეზე ჩაატარა მამარდაშვილმა ევროპის ჩემპიონატი. ის სტანდარტი, რომელიც გიორგიმ დააწესა ევრო 2024-ზე, მას საშუალებას აძლევს განვითარების ახალ ეტაპზე გადაინაცვლოს. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ არის.
ვალენსიას გულშემატკივრები ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ქართველი მეკარე ჩვენი გუნდის ღირსებას იცავს", - განაცხადა ყოფილმა ესპანელმა კიპერმა. შეგახსენებთ, "ღამურების" კარის დარაჯმა ევრო 2024-ზე ასპარეზობა დაასრულა 30 სეივით, რაც ჯერჯერობით საუკეთესო შედეგია.