1- 6 აგვისტოს ბათუმში უშუს ღია საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრება საქართველოს უშუ ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 9 ქვეყნის (საქართველო, ბულგარეთი, უკრაინა, სომხეთი, თურქეთი, ირანი, ინდოეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი) 234-მა სპორტსმენმა (სანდა - 113 სპორტსმენი, ტაოლუ - 121 სპორტსმენი) მიიღო მონაწილეობა.
ბათუმის უშუს ღია საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში: უშუ-ტაოლუსა (საჩვენებელი) და უშუ-სანდაში (კონტაქტური).
ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენდა 40 000 ლარს, რომელიც გათამაშდა ზრდასრულთა ასაკობრივ კატეგორიაში - უშუ-ტაოლუს 35 საჩვენებელ სახეობასა და უშუ-სანდას10 წონით კატეგორიაში, მათ შორის საპრიზო ფულადი ჯილდო მიიღო: სანდაში საქართველოს სახელით მოასპარეზე სამმა სპორტსმენმა და ტაოლუში საქართველოს სახელით მოასპარეზე ათმა სპორტსმენმა.
საერთო ჯამში ქართველმა სპორტსმენებმა უშუ-სანდაში 11 პოქროს მედალი, 16 ვერცხლის და 26 ბრინჯაოს მედალიმოიპოვეს, უშუ-ტაოლუში 41 ოქროს, 32 ვერცხლი და 21 მესამე ბრინჯაოს დაისაკუთრეს.














