ბათუმმა მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიო თასის ახალგაზრდულ სერიას უმასპინძლა

ბათუმმა, მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიო თასის სერიას უმასპინძლა ახალგაზრდებს შორის. შეჯიბრი მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში ჩატარდა. ტურნირში 10 ქვეყნის,120-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
ჩემპიონები და პრიზიორები გამოვლინდნენ როგორც ბიჭებს, ასევე გოგოებსა და წყვილებს შორის. ყველაზე მეტი მედალი ყაზახეთის დელეგაციამ მოიპოვა.
საქართველოდან კი U11 კატეგორიაში, მესამე ადგილი ელენე ქობალიამ დაიკავა.
ბათუმმა მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიოს თასს მეორედ, საქართველომ კი მესამედ უმასპინძლა.
მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ფედერაციის კალენდარული შეჯიბრის ჩატარება, კერძო სექტორმა, სახელმწიფომ და სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა ერთობლივად უზრუნველყო.














