ჩემპიონი პოლონელი სპორტსმენი მარიუშ სკონეჩნი გახდა. საქართველოს წარმომადგენელმა, ნოდარ ბაქრაძემ კი მესამე ადგილი დაიკავა.
საერთაშორისო ფედერაციის კალენდარული ტურნირი, საქართველოში მეორედ გაიმართა. ტურნირი საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბილიარდის ფედერაციების, კერძო სექტორისა და სპორტის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პარტნიორობით ჩატარდა.















