8 ივლისს ბათუმი უძლიერეს მამაკაცთა შორის U23 ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.
ჩემპიონატზე ათლეტები საკუთარი ძალისა და გამძლეობის დემონსტრირებას სთრონგმენის სხვადასხვა დისციპლინაში მოახდენენ.
ევროპის ჩემპიონატზე სპორტსმენებისაქართველოდან, სომხეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ლიეტუვადა, პოლონეთიდან, სერბეთითან, სლოვენიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიიღებენ მონაწილეობას.
ევროპის ჩემპიონატი სტარტს 8 ივლისს, 17:00 საათზე აიღებს . ახალი ბულვარი ,,მე მიყვარს ბათუმი ’’ ინსტალაციის მიმდებარე ტერიტორია. დასწრება თავისუფალია.
:














