ბათუმი მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიო თასის ახალგაზრდულ სერიას უმასპინძლებს

ტურნირი ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატრდება. მსოფლიო თასისი ახალგახრდულ სერიაში 10 სხვადასხვა ქვეყნის - საქართველოს, ინგლისის, ისრაელის, ლატვიის, აშშ-ის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ყაზახეთის, უკრაინის, თურქეთის, 120 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრი გოგოებსა და ბიჭებს შორის, ასევე წყვილებს შორის გაიმართება.
შეჯიბრში საქართველოდან 28 ახალგაზრდა სპორტსმენი იასპარეზებს და შესაძლებლობა მიეცემათ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინონ.
დღეს ტურნირის ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა. სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა შეჯიბრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღინიშნეს, რომ ბათუმისთვის ასეთი მასშტაბის ტურნირის მასპინძლობა დიდი პატივია.
მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო თასის საქართველოში მესამედ, ბათუმში კი მეორედ ტარდება.














