ბარსელონას ლეგენდარულმა შემტევმა, რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირამ თავისი ყოფილი გუნდის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. ბრაზილიელმა ექსფორვარდმა კატალონიელებს ურჩია ჟოზე მოურინიოს დანიშნვა და თავისი არჩევანი იმით ახსნა, რომ აღნიშნული სპეციალისტი კლუბს კარგად იცნობს.
"ბარსელონას მოურინიოს დანიშნვას ვურჩევ. ის უკვე მუშაობდა ამ გუნდში, რობსონის მოღვაწეობის პერიოდში. დიახ, იმის მერე დიდი დრო გავიდა და კატალონიელ ქომაგებს ჟოზე გულზე არ ეხატება, მაგრამ ის ახლაც შესანიშნავ სპეციალისტად რჩება. ამჟამად უმუშევარია და კლუბში არსებული რთული მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი მოყვანა კარგი ვარიანტია.
პორტუგალიელი მწვრთნელის დათანხმება მარტივი იქნება, გვარდიოლასგან განსხვავებით. ის იცნობს "ბლაუგრანას", იცნობს პრიმერა დივიზიონს და აქვს უდიდესი გამოცდილება", - განაცხადა "ლურჯ-ბროწეულისფრების" ექს-ფორვარდმა.
შეგახსენებთ, მადრიდის რეალის ექსდამრიგებელი კამპ ნოუზე მუშაობდა 1996-2000 წლებში, ბობი რობსონის თარჯიმნად და ასისტენტად.