ბარსელონას ფელიქსი გამოაკლდა, ის ნაპოლისთან მატჩსაც გამოტოვებს

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა გაიმართება 22 თებერვალს, ჩვენი დროით 00:00 საათზე, მასპინძლის სტატუსით პირველ მატჩში პარტენოპეი იქნება. რაც შეეხება უშუალოდ 24 წლის ვინგერს, არსებობს ვარაუდი, რომ მალე დაუბრუნდება გუნდს, მაგრამ თავდაპირველი ვერსიით, ის ერთ თვეს გამოტოვებს.
ფელიქსი 2023 წლის სექტემბრიდან თამაშობს კამპ ნოუზე. ამ დროის განმავლობაში მან მოასწრო 28 შეხვედრის ჩატარება და 7 გოლის გატანა. აქვე დავამატებთ, პორტუგალიელი ხავის გუნდში იჯარით არის, ის მადრიდის ატლეტიკოს საკუთრებაა. გასული სეზონის მე-2 ნახევარიც ასევე იჯარით გაატარა, ლონდონის ჩელსიში.







