Magic 10 Academy-ს ორგანიზებით, 29 სექტემბრიდან 3 ოქტობრის ჩათვლით თბილისს კატალონიის ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელებიკარლეს კოტო და ჯეფრენ სუარესი ეწვევიან და მასტერ კლასს ჩაატარებენ.
მასტერ კლასი ბარსელონას მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ჩატარდება.ორივე მწვრთნელი ბარსელონას ლა მასიაში 10 წელზე მეტხანს იზრდებოდა. ჯეფრენ სუარესი კი ბარსას პირველ გუნდშიც კი მოხვდა პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით, ოთხი სეზონის განმავლობაში თამაშობდა და მოიგო არაერთი ტიტული — მათ შორის ორი უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი.
პროგრამა მოიცავს პროფესიონალურ ვარჯიშებს FCB მეთოდოლოგიით, პირად მწვრთნელობას კარლესისა და ჯეფრენისგან, 16 საათი ვარჯიში 4 დილის განმავლობაში, შანსი შეირჩეთ საცდელ პერიოდზე ესპანურ კლუბში კარლესის, ჯეფრენისა და Magic 10 აკადემიის ქსელის მეშვეობით.
ყოველი მონაწილე მიიღებს სრულ Nike-ის ბრენდირებულ Magic 10 Academy-ს ეკიპირება (10 ნომრიანი მაისური, თეთრი წინდები, სპორტული ჩანთა), ყოველდღიურად წყალსა და ხილს შესვენებების დროს ენერგიისთვის, ყოველდღიურ მოთამაშის ჯილდოს — მათ შორის პროფესიონალი ფეხბურთელების მაისურებით. ასაკობრივი შეზღუდვა - 9-დან 25-წლამდე. რეგისტრაციის ბოლო ვადა 28 სექტემბერი. ვარჯიშები დინამოს აკადემიში ჩატარდება.
ბილეთის შესაძენად დააჭირე აქ









