მილანის ინტერის ყოფილმა მარჯვენა მცველმა, დუგლას მაიკონმა, ნეიმარ ჟუნიორის შესახებ ისაუბრა. ყოფილმა განაპირა მცველმა აღნიშნა, რომ ბრაზილიელ ფორვარდს ბარსელონა არ უნდა დაეტოვებინა. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ზაფხულში მან რეკორდულ ფასად, 222 მილიონად, პარის სენ-ჟერმენს მიაშურა.
"ნეიმარი ნამდვილი ვირტუოზია, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას აკეთებს მოედნის ფარგლებს გარეთ, მთავარია, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით, ნამდვილად გამორჩეულ მოთამაშესთან გვაქვს საქმე. სანტოს ჟუნიორს შეეძლო კიდევ უფრო დიდი გამხდარიყო და ოქროს ბურთიც მოეგო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ მოხდა.
ჩემი აზრით, ბრაზილიელ თავდამსხმელს ბარსელონა არ უნდა დაეტოვებინა. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო მისი კარიერული დაღმასვლა. მას ჰყავდა გამორჩეული თანაგუნდელები, რომლებთან ერთადაც წარმოუდგენელ შედეგებს აღწევდა და მომავალშიც მიაღწევდა", - განაცხადა დუგლას მაიკონმა.