ლა ლიგის მე-20 ტურში ბარსელონა ესტუმრა ხეტაფეს, რომელთანაც ითამაშა ფრე, 1:1. ჟიულ კუნდეს ნაადრევ გოლს პირველივე ტაიმში უპასუხა მაურო არამბარიმ, რის შემდეგაც გოლები ამ მატჩში აღარ გასულა. აღსანიშნავია, რომ "ბლაუგრანამ" პრიმერა დივიზიონში ზედიზედ მე-4 მატჩის მოგება ვერ შეძლო.
ამის გარდა, ლა ლიგაში ჩატარებულ ბოლო რვა შეხვედრაში კატალონიელების ანგარიშზე მხოლოდ ერთი მოგება არის. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, "ლურჯ-ბროწეულისფრები" 39 ქულით მე-3 პოზიციაზე რჩებიან.