ლა ლიგის 27-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში ბარსელონამ ოსასუნა საკუთარ კედლებში 3:0 გაანადგურა. მასპინძლების მხრიდან გოლები გაიტანეს რობერტ ლევანდოვსკიმ, ფერან ტორესმა და დანი ოლმომ. პამპლონელებთან ჩატარებული მატჩის შემდეგ, "ბლაუგრანას" პრიმერა დივიზიონში 28 თამაში დაუგროვდა, როგორც სხვა დანარჩენ გუნდებს.
რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, კატალონიელები 63 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ. შემდეგ 60 ქულით მოდის მადრიდის რეალი, სამეულს კი 56 ქულით მადრიდის ატლეტიკო ხურავს. "ლურჯ-ბროწეულისფრების" შემდეგი მეტოქე მეზობელი ჟირონა იქნება.
ბარსელონა 3:0 ოსასუნა
გოლები: 1:0 ფერან ტორესი 11', 2:0 დანი ოლმო 21', 3:0 რობერტ ლევანდოვსკი 77'.