ლა ლიგის 26-ე ტურის ფარგლებში, ბარსელონამ საკუთარ კედლებში ხეტაფე მიიღო, რომელიც ანგარიშით 4:0 გაანადგურა. შეხვედრაში კატალონიელები დომინირებდნენ, რაც საბოლოოდ შედეგზეც აისახა. მადრიდელების რბევა დაიწყო რაფინია დიასმა, რომელმაც თავის ესპანურ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
პირველი ტაიმი დასრულდა "ბლაუგრანას" მინიმალური გამარჯვებით, მეორეში კი მასპინძლებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს. "ასულონესის" კარები აიღეს ჟოაო ფელიქსმა, ფრენკი დე იონგმა და ფერმინ ლოპესმა. "ლურჯ-ბროწეულისფრებს" დაუგროვდათ 57 ქულა და ამ მომენტისთვის მე-2 პოზიციაზე არიან.
პირველ ადგილზე 62 ქულით იმყოფება მადრიდის რეალი, რომელსაც ჯერჯერობით არ ჩაუტარებია თავისი შეხვედრა, ისევე როგორც მესამეადგილოსან ჟირონას.