ესპანეთის ლა ლიგის ბოლო ტურში, სადაც ერთმანეთს ბარსელონა და ოსასუნა დაუპირისპირდნენ, ჰანსი ფლიკმა ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა. საუბარია,
დანი ოლმოზე, რომელმაც მარცხენა ფეხზე კუნთის დაზიანება მიიღო, რის გამოც საკუთარ გუნდს დაახლოებით 2-3 კვირა ვერ დაემხარება.
ესპანელი ნახევარმცველის გარდა ბარსელონაში ტრავმები აწუხებთ მარკ კასადოს, მარკ ბერნალს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და ანდრეას კრისტენსენს.
შეგახსნებეთ, ჰანსი ფლიკის გუნდი 28 ტურის შემდეგ, 63 ქულით, ლა ლიგას ლიდერობს. კატალონიელები ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობასაც აგრძელებს, სადაც 1/4 ფინალში გავიდნენ. ბარსელონას მეტოქე გერმანული დორტმუნდი იქნება.