ლა ლიგის 25-ე ტურში ბარსელონამ სტუმრად ლას პალმასი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერის მხრიდან გოლები დანი ოლმომ და ფერან ტორესმა გაიტანეს. "ბლაუგრანა" ამ მოგებით აგროვებს 54 ქულას და მადრიდელ კონკურენტებს უკან იტოვებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეალს თავისი შეხვედრა ჯერ კიდევ წინ აქვს და გამარჯვების შემთხვევაში, მოქმედი ჩემპიონი კატალონიელებს გაუთანაბრდება. "სამეფო კლუბის" მეტოქე ჟირონა იქნება.