ლა ლიგის 36-ე ტურში ბარსელონამ თანაქალაქელი ესპანიოლი 2:0 დაამარცხა. გოლები აღნიშნულ მატჩში ლამინ იამალმა და ფერმინ ლოპესმა გაიტანეს. კატალონიელებმა ამ მოგებით ოფიციალურად გაიფორმეს ჩემპიონობა, რადგან მე-2 პოზიციაზე მყოფმა მადრიდის რეალმა ლიდერის გადასწრების თეორიული შანსი დაკარგა.
"ბლაუგრანასა" და "სამეფო კლუბს" შორის სხვაობა შეადგენს შვიდ ქულას, ლა ლიგის სეზონის დასრულებამდე კი ორი ტური რჩება. აქვე დავამატებთ, რომ კამპ ნოუს ბინადრები თავის ისტორიაში პრიმერა დივიზიონის ტრიუმფატორები 28-ედ გახდნენ.
ესპანიოლი 0:2 ბარსელონა
გოლები: 0:1 ლამინ იამალი 53', 0:2 ფერმინ ლოპესი 95'.








