ლა ლიგის 24-ე ტურში ბარსელონამ საკუთარ კედლებში მიიღო რაიო ვალეკანო, რომელიც მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი ბურთი 11-მეტრიანით გაიტანა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელსაც პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში უკვე 20 გოლი დაუგროვდა. ვეტერანი პოლონელი ფორვარდი უახლოეს მდევარს, კილიან მბაპეს 3 ბურთით უსწრებს.
რაც შეეხება უშუალოდ "ბლაუგრანას" - 51 ქულა და პირველ ადგილზე დაბრუნება. ლა ლიგის ლიდერი დაეწია მადრიდის რეალს, რომელმაც 24-ე ტურში ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა. 51 ქულა აქვს "სამეფო კლუბსაც", მაგრამ კატალონიელები მთავარ კონკურენტს დამატებით კომპონენტებში აღემატებიან.