მოლდოვაში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ბაქარ თურმანიძემ (+109 კგ.) ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ატაცში 177 / 181 / 183 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. აკვრაში 213 / 219 კგ. დააფიქსირა და მე-4 ადგილზე გავიდა, იგივე პოზიცია დაიკავა ორჭიდში დაგროვილი 402 კილოგრამით.
ქართველებმა ევროპის ჩემპიონატზე 9 მედალი მოიპოვეს, რევაზ დავითაძემ (96 კგ.) ვერცხლის 3 მედალი დაისაკუთრა, რამინ შამილიშვილის (55 კგ.) ანგარიშზე ორი ბრინჯაოა, გოდერძი ბერდელიძემ (61 კგ.) ატაცში ბრინჯაო, აკვრასა და ორჭიდში კი ვერცხლის მედლები დაისაკუთრა.














