19-21 სექტემბერს, მზიურის კორტებზე, “ბაკურიანის" თასი 2025” ჩატარდება. შეჯიბრება მოყვარულ ჩოგურთელებს შორის გაიმართება.ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, წყალი „ბაკურიანი“ წელს პირველად, მოყვარული ჩოგბურთელებისთვის „ბაკურიანის“ თასს ატარებს.
ტურნირი ქალთა და მამაკაცთა შორის, წელს ერთეულთა თანრიგში ჩატარდება. “ბაკურიანის თასზე” 64 მოყვარული ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას, საპრიზო ფონდი 10 000 ლარია. მონაწილეებს ასევე ელოდებათ სხვადასხვა საჩუქარი, რომელიც „ბაკურიანმა“ დააწესა.
"ბაკურიანის თასი 2025" GTF - საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის და GTA - საქართველოს ჩოგბურთის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. ტურნირის მეგობრები არიან - TBC კონცეპტი, სეტანტა სპორტსი და ლოპოტა სპა რეზორტი.
ტურნირის შესახებ, IDS ბორჯომი - მარკეტინგის დირექტორმა საქართველოში, ირინა კეიდიამ ისაუბრა:
„ბაკურიანი“ განაგრძობს სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას. წელს პირველად, გადავწყვიტეთ, რომ მოყვარული ჩოგბურთელებისთვის „ბაკურიანის“ თასი ჩაგვეტარებინა. ტურნირის მიზანი, ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჩოგბურთის პოპულარიზაციაა. საქართველოში ჩოგბურთის მიმართ ინტერესი იზრდება, ამიტომ ვეცდებით, რომ „ბაკურიანის“ თასი ყოველ წელს კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს.“
ქართველ ჩოგბურთელთა ასოციაციის(GTA) თანადამფუძნებელის, უტა კემულარიას თქმით, მოყვარული ჩოგბურთელები ტურნირში მონაწილეობის შემდეგ, კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ:
„GTA - ქართველ ჩოგბურთელთა ასოციაციამ „ბაკურიანის“ თასს 1000-ქულიანი კატეგორიის სტატუსი მიანიჭა. ასეთი ტურნირების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან მოყვარული ჩოგბურთელები მონაწილეობის შემდეგ, კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ. „ბაკურიანის“ თასის მონაწილეები საუკეთესო მოყვარული ჩოგბურთელები არიან. ამიტომ, წინ ძალიან სანახაობრივი და დაძაბული მატჩები გველოდება.“
ბაკურიანის თასი 2025 19 სექტემბერს 10:00 საათზე მზიურის კორტებზე აიღებს სტარტს და გულშემატკივრისთვის დასწრება თავისუფალია.








