ბაკურიანში გრძლდება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. შეჯიბრი დღეს
სამთო-სათხილამურო დისციპლინებში გაიმართა. საქართველოს გუნდიდან გოგონათა შორის ანასტასია მირიანაშვილმა და ნელი უსტიმენკომ გიგანტურ სლალომში იასპარეზეს.
პირველი დაშვებაზე 75-მა სპორტსმენმა მოსინჯა ძალები, თუმცა 11-მა ასპარეზობა ვერ დაასრულა. ნელი უსტიმენკომ 1:03:56 წუთში გადაკვეთა ფინიშის ხაზი და მე-60 შედეგი ჰქონდა. 1:07:76 წუთით 63-ე პოზიცია დაიკავა ანასტასია მირიანაშვილმა.
მეორე ცდაზე, რომელსაც 13 მოთხილამურე უშედეგოდ გამოეთიშა, ნელი უსტიმენკო 48-ე (1:03:73), მირიანაშვილი (1:06:57) კი 50-ე იყო. ორივე დაშვების შედეგების გათვალისწინებით, უსტიმენკომ 47-ე ადგილით დაასრულა გამოსვლა, მირიანაშვილი კი 50-ე ადგილზე გავიდა.
რაც შეეხება მედალოსნებს, გიგანტურ სლალომში გოგონათა შორის პირველ ადგილზე შვეიცარიელი ლარა ბიანჩი გავიდა, ვერცხლის მედალს იტალიელი მარტა ჯიარეტა დაეუფლა, ბრინჯაოს პრიზიორი კი ნორვაგიელი ელენ უნჰეიმ ოველანდი გახდა.
12 თებერვალს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ფიგურულ ციგურაობაში დაიწყება შეჯიბრი. აღნიშნულ სახეობას ბათუმი მასპინძლობს და საქართველოდან ხვალ მოკლე პროგრამით ინგა გურგენიძე წარდგება.
შეგახსენებთ, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში 9-16 თებერვალს იმართება, ბაკურიანთან და ბათუმთან ერთად ტურნირს თბილისი მაპინძლობს. საქართველოს დედაქალაქში შეჯიბრი ჰოკეიში ტარდება.