დღეს ევროპის ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში ბათუმში ახლადაშენებულ ყინულის დარბაზში სტარტი აიღო შეჯიბრმა ფიგურულ ციგურაობაში.
ტურნირზე საქართველოს სახელით ინგა გურგენიძე ასპარეზობს.
დღეს შეჯიბრი მოკლე პროგრამაში გაიმართა. ქართველმა 58.84 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა.
პირველი ადგილი ესტონელმა, ელინა გოიდინამ (62.60) დაიკავა, მეორე პოზიციაზე შვეიცარიელი ლეანდრა ტიმპუკაკისი (59.66) გავიდა.
ხვალ შეჯიბრი თავისუფალი პროგრამით ასპარეზობაში გაიმართება.










