სპორტ-კომპლექს "არენაზე" ბადმინტონში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა (U11, U13, U15, U17, უფროსები) ტურნირში ქვეყნისათმა სპორტულმა კლუბმა, ჯამში 150-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული რაოდენობა, საქართველოს ისტორიაში,ამ სახეობის რეკორდული მაჩვენებელია.
საპრიზო ადგილები გათამაშდახუთ დისციპლინაში - ბიჭები, გოგოები, ბიჭების წყვილები, გოგოების წყვილები და შერეული წყვილები.
დანიელ ვაგარშაკიანმა აბსოლუტური ჩემპიონობა იზეიმა,რადგანაც მოიგო როგორც ბიჭების ინდივიდუალური,ასევე ბიჭების წყვილები და შერეული წყვილები. ტურნირი ბადმინტონის ფედერაციის,სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის და კერძო სექტორის ჩართულობით გაიმართა.
საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები საერთაშორისო ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას.














