აზერბაიჯანის გრან პრიზე მაგნუსენს ბირმანი შეცვლის

31 წლის დანიელ მრბოლელს აზერბაიჯანში ახალგაზრდა ოლივერ ბირმანი შეცვლის — აღნიშნული ინფორმაცია ჰაასმა ოფიციალურად დაადასტურა.
ოლივერ ბირმანი ფერარის მრბოლელების აკადემიის აღზრდილია და ფორმულა 1-ში მისი დებიუტი 2024 წლის საუდის არაბეთის გრან პრიზე შედგა, როდესაც კარლოს საინსი ჩაანაცვლა.
19 წლის ბრიტანელმა პილოტმა ჰაასთან კონტრაქტიც გააფორმა და 2025 წელს სამეფო რბოლების სრულფასოვანი წევრი გახდება. ამერიკულ გუნდში მისი თანაგუნდელი ესტებან ოკონი იქნება.
ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის რიგით მე-17 გრან პრი აზერბაიჯანში 15 სექტემბერს გაიმართება.







