ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
79კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ქართველი ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე მაგომედ მაგომაევს დაუპირიპირდა და 13-4 დაამარცხა მეტოქე.
დღესვე მეორე მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე მირიან მაისურაძემ (92კგ) მოიპოვა. ქართველმა ფინალში იჭიდავა და ვერცხლის პრიზიორი გახდა.

შეგახსენებთ, ამავე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორები გელა ბოლქვაძე და ოთარ აბულაძე გახდნენ.
ფოტო: ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია