საფრანგეთის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, ATP-ის რეიტინგი განახლდა და ლიდერებში რამდენიმე ცვლილება მოხდა.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა როლან გაროსზე ასპარეზობა ტრავმის გამო ვერ გააგრძელა, 1600 სარეიტინგო ქულა დააკლდა და ლიდერობა დაკარგა — სერბი ჩოგბურთელი განახლებულ რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს.
რეიტინგის ლიდერი კი საფრანგეთის ღია პირველობის 1/2 ფინალისტი, იანიკ სინერი გახდა, რომელმაც მონაგარს 755 სარეიტინგო ქულა შემატა და 9,525 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე კი 8,580 ქულით, როლან გაროსის ჩემპიონი, კარლოს ალკარასია.
ATP რეიტინგის ტოპ 10:
1) იანიკ სინერი - 9,525 ქულა
2) კარლოს ალკარასი - 8,580 ქულა
3) ნოვაკ ჯოკოვიჩი - 8,360 ქულა
4) ალექსანდერ ზვერევი - 6,885 ქულა
5) დანილ მედვედევი - 6,485 ქულა
6) ანდრეი რუბლევი - 4,710 ქულა
7) კასპერ რუდი - 4,025 ქულა
8) ჰუბერტ ჰურკაჩი - 3,995 ქულა
9) ალექს დე მინაური - 3,845 ქულა
10) გრიგორ დიმიტროვი - 3,775 ქულა