ზაფხულში ატლეტიკო მადრიდში დიდი წმენდაა დაგეგმილი. დიეგო სიმეონე გუნდში აუცილებლად დარჩება, ასევე ცნობილია რომელი ფეხბურთელები აღარ შედიან კლუბის გეგმებში და ვინ დატოვებს სეზონის ბოლოს მადრიდულ გუნდს. სიაში ისეთ ფეხბურთელებსაც ვხვდებით, რომლებიც ახლა იჯარის წესით სხვა კლუბებში თამაშობენ:
სტეფან სავიჩი;
გაბრიელ პაულისტა;
მარიო ერმოსო;
ჟოაო ფელიქსი;
მემფის დეპაი;
ჩალარ სოიუნჯუ;
ალვარო მორატა;
ეს ფეხბურთელები ატლეტიკოს 100%-ით დატოვებენ - ზოგი მათგანი უფასოდ წავა, ზოგის სანაცვლოდ კი კლუბი საკმაოდ სოლიდურ თანხას მიიღებს.
რაც შეეხება საულ ნიგესს და იან ობლაკს, გუნდი მათ სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს.