კილიან მბაპეს მადრიდის რეალში ტრანსფერი ფინანსური თვალსაზრისით უკვე არის ისტორიული. დიახ, ის გადმოვიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, მაგრამ მისი ტრანსფერი უფასო ნამდვილად არ არის. განვიხილოთ, თუ რამდენ ფულს დახარჯავს "სამეფო კლუბი" ფრანგი ფორვარდის გუნდში ყოფნის დროს.
"ბლანკოსის" თავდამსხმელის ყოველწლიური ხელფასი 30 მილიონი ევრო იქნება. ამის გარდა, პრესაში იწერება 150-მილიონიანი ბონუსის შესახებ, რომელიც 5 წელზე იქნება გადანაწილებული. გამოდის რომ 30-მილიონიან ხელფასთან ერთად, კარლო ანჩელოტის გუნდის ახალი მე-9 ნომერი, დამატებით ყოველწლიურად დამატებით 30 მილიონსაც მიიღებს.
რაც შეეხება საიმიჯო უფლებებს, 70% იქნება 24 წლის თავდამსხმელის საკუთრებაში, 30%-ს კი სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრები აიღებენ. ეს ეხება იმ სარეკლამო კონტრაქტებს, რომლებსაც მბაპე ხელს მოაწერს უკვე რეალის მოთამაშის რანგში. რაც შეეხება კლაუსულას, ის 1 მილიარდი ევროს შეადგენს.