პრემიერ ლიგის 22-ე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ემირეითს სთედიუმზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა არსენალი-ასტონ ვილას საოცარი დაპირისპირება იხილა. 90 წუთის განმავლობაში გუნდებმა არაერთი სახიფათო მომენტის გაცვლა მოახერხეს, მატჩი კი საბოლოო ჯამში ფრედ, 2:2 დასრულდა.
არსენალმა ძალიან დიდი უპირატესობა გაანიავა — გაბრიელ მარტინელისა და კაი ჰავერცის გოლების მიუხედავად, ასტონ ვილამ 8 წუთში დააქამბექა. გოლების გატანა იური ტილემანსმა და ოლი უოტკინსმა მოახერხეს.
მიკელ არტეტას გუნდმა ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა. "მეთოფეებმა" ამ მატჩის შემდეგ 44 ქულა მოაგროვეს, ხოლო რაც შეეხება უნაი ემერის გუნდს, ასტონ ვილამ 36 ქულას მოუყარა თავი და დროებით მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა.