არსენალის მარტივი გამარჯვება ნოტინგემ ფორესტთან

90 წუთის განმავლობაში მაყურებელმა მასპინძელი გუნდის დომინანტური თამაში იხილა, რასაც ლოგიკური დასასრული ჰქონდა — არსენალმა მეტოქე საკმაოდ მარტივად, 3:0 დაამარცა და 22 ქულით, მე-4 პოზიციამდე აღზევდა. შეხვედრაში გოლების გატანა ბუკაიო საკამ, ტომას პარტეიმ და ითან ნვანერიმ მოახერხეს.
რაც შეეხება ნოტინგემ ფორესტს, ნუნო ეშპირიტუ სანტუშის გუნდი 19 ქულით, მე-6 პოზიციაზე დარჩა.








