გავრცელებული ინფორმაციით, არსენალმა შიდა გამოძიება დაიწყო, რომელიც UFC-ის ვარსკვლავ კონორ მაკგრეგორს უკავშირდება. გასულ კვირას, ირლანდიელმა მებრძოლმა არსენალის ფეხბურთელებთან ერთად ემირეითზე რამდენიმე საბრძოლო ილეთის შესრულება გადაწყვიტა, რამაც მოთამაშეებს გარკვეული საფრთხე შეუქმნა. ეს ყველაფერი პსჟ-სთან, ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ მოხდა, რა დროსაც კონორი ფეხბურთელებთან კონტაქტში სრულიად უნებართვოთ შევიდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ნაჩვენები იყო მაკგრეგორი, რომელიც მატჩის დასრულების შემდეგ არსენალის ვარსკვლავებთან, დეკლან რაისთან და ბუკაიო საკასთან რამდენიმე საბრძოლო ილეთს ასრულებდა. როგორც კადრებში ჩანს, მაკგრეგორი საკასთან რამდენიმე უხეშ ილეთს აკეთებს, რომელიც საკმაოდ არასასიამოვნო ქმედებებად ჩანდა. ამ მომენტში ფეხბურთელის დაზიანების საფრთხე, ნამდვილად დიდი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ინციდენტმა კლუბში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მაკგრეგორი სათამაშო მოედანზე ნებართვის გარეშე შევიდა.
ამ ფაქტის შემდეგ, არსენალი განიხილავს მატჩის პროტოკოლის გამკაცრებას, რათა მომავალში თავიდან იყოს აცილებული მსგავსი ინციდენტები.
იხილეთ ვიდეო: