პრემიერ ლიგის მე-20 ტურის კიდევ ერთი მატჩი ბრაიტონში გაიმართა, სადაც ადგილობრივი გუნდი არსენალს დაუხვდა. მიკელ არტეტას შეგირდები ამ დაპირისპირებას საკმაოდ კარგ ფორმაში შეხვდნენ, თუმცა ამის მიუხედავად, "თოლიებმა" მეტოქეს არაფერი დაუთმეს და მეტიც, მნიშვნელოვანი ქულებიც დააკარგვინეს.
არსენალიდან თავის გამოჩენა 17 წლის ითან ნვანერიმ მოახერხა, ხოლო ბრაიტონიდან გამათანაბრებელი გოლი ჟოაო პედრომ გაიტანა. მატჩი საბოლოო ჯამში ფრედ, 1-1 დასრულდა.
"მეთოფეებმა" ამ მატჩის შემდეგ 40 ქულას მოუყარეს თავი და ლივერპულს გაქცევის კიდევ უფრო კარგი საშუალება მისცეს. რაც შეეხება ბრაიტონს, ფაბიან ჰიურცელერის გუნდმა ამ ტურის შემდეგ 28 ქულა მოაგროვა და მე-10 პოზიციამდე აღზევდა.