ტორინოს ლეგენდარულმა თავდამსხმელმა და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ფრანჩესკო გრაციანიმ, ანტონიო კონტეს ნაპოლიში დანიშნვის შესახებ ისაუბრა. ყოფილი იტალიელი ფორვარდი შიშობს, რომ ახალი სპეციალისტის ხელში, ქართველი ვინგერის თამაშის ხარისხი დაეცემა. მან ასევე დაამატა, რომ "პარტენოპეის" შემტევისთვის პოზიციის შეცვლა დამღუპველი იქნება.
"იმ შემთხვევაში, თუ კონტე ნაპოლიში აპირებს 3-5-2-ის დანერგვას, კვარაცხელია უნდა წავიდეს. ის ვერც 3-4-2-1-ში ითამაშებს და ყველაფერი დასრულდება იმით, რომ ხვიჩას თამაშის დონე გაფუჭდება. ის არის ვინგერი და მისი ადგილი არის შეტევაში ფლანგზე, გამორიცხულია მისი სიღრმეში შემოწევა ან შუახაზში დაწევა, დაივიწყეთ.
3-4-3-ის შემთხვევაში კი ქართველი გარემარბი ძალიან კარგად ითამაშებს. არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც პოზიცია არ უნდა შეუცვალო. ასეთია მაგალითად კიეზა და ასეთია "პარტენოპეის" ვინგერიც. იმედი მაქვს, ანტონიო მისცემს მას ენთუზიაზმით თამაშის საშუალებას", - განაცხადა იტალიის ეროვნული გუნდის ყოფილმა ფორვარდმა.