ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა ისაუბრა თავისი გუნდის ლიდერის, მოჰამედ სალაჰის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავურმა ეგვიპტელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონის 38 მატჩში უკვე გაიტანა 30 ბურთი და 21 ასისტიც გააკეთა. არსებობს მოსაზრება, რომ ის ოქროს ბურთის მოგების ნომერ პირველი კანდიდატია.
"არის თუ არა სალაჰი მესისა და რონალდუს დონეზე? მათი შედარება რთულია. იმედი გვაქვს, რომ ის შეძლებს ამჟამინდელი ფორმის შენარჩუნებას და უმაღლეს დონეზე კიდევ დიდხანს თამაშს. ლეოსა და კრიშტიანუსთან შედარების გარეშეც კი, მოს კარიერა ყველა მხრივ გამორჩეულია. ის სამაგალითო მოთამაშეა.
ის, ვისაც სურს ლივერპულში სახელის დატოვება, სწორედ ეგვიპტელი თავდამსხმელის დონეზე უნდა თამაშობდეს. სხვა შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ "წითლებში" დამკვიდრებას. მხოლოდ საუკეთესო მოთამაშეები გვჭირდება", - განაცხადა ნიდერლანდელმა დამრიგებელმა.