საქმე რაპირით შეჯიბრის ფინალურ ბრძოლას ეხება, სადაც დებიუტანტი 22 წლის იტალიელი ფილიპო მაკი მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, ჰონგკონგელ ჩეუნ კა ლონს შეხვდა.
ფინალური დაპირისპირება დრამატული გამოდგა — მაკი 14-11 იგებდა და ოლიმპიურ ჩემპიონობამდე 1 ქულა აკლდა, თუმცა, ლონმა ზედიზედ 3 ქულა მოუგო და ანგარიში გაათანაბრა.
ბოლო, გადამწყვეტი ქულა გაიწელა და მსაჯებმა ჩემპიონი ორჯერ ვერ გამოავლინეს, მესამე ცდაზე კი გამარჯვებულად 27 წლის ჰონკონგელი მოფარიკავე გამოცხადდა, რომელმაც თავის მხრივ ტიტული დაიცვა.








