"არ ვფიქრობ, რომ ის ტოპ მოთამაშეა", - მონტოლივო კვარაცხელიაზე საუბრობს

"ხვიჩას პირველმა წელმა ყველა გააოცა, რადგან მას თითქმის არავინ იცნობდა და მისგან დიდი მოლოდინები არ ყოფილა. არ ვფიქრობ, რომ ის ევროპის მასშტაბით ტოპ ფეხბურთელებს შორისაა. პირველ წელსაც კი არ ყოფილა გამორჩეული გოლებისა და საგოლე გადაცემების მხრივ."
ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონში 5 გოლის გატანა მოახერხა, რასაც 3 საგოლე გადაცემაც დაუმატა. რაც შეეხება ნაპოლის, ანტონიო კონტეს გუნდი 15 ტურის შემდეგ, 32 ქულით, მე-2 პოზიციაზე იმყოფება.






