ხვალ გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრა პსჟ-სა და ბრესტს შორის. მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი მატჩი პარიზელებმა სტუმრად 0:3 მოიგეს.
მატჩის წინ კომენტარი ლუის ენრიკემ გააკეთა და თავისი გუნდის ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"მისით კმაყოფილი ვარ. ფაქტია, ადაპტაციისთვის დრო სჭირდება და ამის ჯადოსნური ფორმულა არ არსებობს. კვარას ქცევებით და ვარჯიშით კმაყოფილი ვარ. ის გრძელვადიანი პროექტის ნაწილია და ამიტომ, არ ვჩქარობ.
ქართველის სრულყოფილ თამაშამდე კიდევ მოგვიწევს ლოდინი. რა დრო დასჭირდება ამას, არ ვიცი", - განაცადა ენრიკემ.