ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს დინამო ბათუმი და ლუდოგორეცი დაუპირისპირდნენ. მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი მატჩი ბულგარეთში შედგა და ლუდოგორეცის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
დღეს კი ბათუმში შეკრებილმა გულშემატკივარმა სანახაობრივი და დაძაბული თამაში იხილა. პირველივე წუთებზე მამუჩაშვილმა ანგარიში გახსნა.
ამ გოლიდან მალევე, ბათუმმა მეორე გოლი გაიტანა, თუმცა მსაჯმა არ ჩათვალა. არადა, თამაშის წესების დარღვვევა იმ მომენტში საეჭვო იყო და ვიდეორეფერი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, ეს გოლი ჩათვლილიყო.
მიუხედავად ამისა, ბათუმი არ მოეშვა და მთელი თამაშის განმავლობაში ბევრი მომენტი შექმნა, თუმცა ვერაფერს გახდა და 1:0 მოიგო, რაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა.
ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს.