ბარსელონას ფეხბურთელის ანსუ ფატის პრობლემები არ სრულდება — 22 წლის ვინგერმა მორიგი ტრავმა მიიღო და გუნდს მინიმუმ 4 კვირა ვერ დაეხმარება. ახალგაზრდა ფეხბურთელმა კატალონიური გუნდის ბოლო ვარჯიშზე, მარჯვენა ფეხის უკანა კუნთი დაიზინა.
ანსუ ფატიმ ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ, ტრავმა უკვე მეორედ მიიღო. ესპანელმა შემტევმა სეზონის საწყისი ეტაპი გამოტოვა, როდესაც გუნდს 5 მატჩის განმავლობაში ვერ ეხმარებოდა. 22 წლის ფეხბურთელი ახლაც დაახლოებით 5 შეხვედრაში არ იქნება ჰანსი ფლიკის განკარუგელბაში.
ესპანელმა შემტევმა ამ სეზონში 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა — ამ დროში ანსუ ფატის საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.