მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი მიიჩნევს, რომ ვინისიუს ჟუნიორი ოქროს ბურთს მოიპოვებს. Marca-ს მიერ გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს სწორედ ბრაზილიელი ფორვარდი მოიგებს. იტალიელი სპეციალისტის აზრით, მისი შეგირდი ამ პრიზს იმსახურებს.
"ვფიქრობ, ოქროს ბურთს ვინისიუსი მოიპოვებს. არაფერი დაშავდება იმითაც, თუ აღნიშნულ ჯილდოს სხვა გამარჯვებული ეყოლება. რეალი გააგრძელებს წინსვლას, ჩვენთან ერთად ჟუნიორიც", - განაცხადა "სამეფო კლუბის" დამრიგებელმა.
იმავე წყაროს მტკიცებით, წლის საუკეთესო მოთამაშეთა 3-ეული ასეთი იქნება: ბრაზილიელი ფორვარდი, ჯუდ ბელინგემი და როდრი ერნანდესი.
"ბლანკოსის" თავდამსხმელის გამარჯვების შემთხვევაში, ის 2007 წლის შემდეგ, გახდება პირველი ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელსაც თავის კოლექციაში ოქროს ბურთი ექნება. "სელესაოს" ბოლო წლის საუკეთესო მოთამაშე რიკი კაკა იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი დამრიგებელი იმ მომენტში სწორედ რეალის ამჟამინდელი მწვრთნელი იყო.