მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში არ ცხრება კრიტიკა როგორც იტალიელი სპეციალისტის, ისე ფრანგი ფორვარდის მისამართით. პირველად 2009 წლის შემდეგ, "სამეფო კლუბმა" ზედიზედ 2 საშინაო მატჩი წააგო.
"მბაპე კარგ ფორმაშია, უბრალოდ ახლა მძიმე პერიოდი აქვს, ისევე როგორც თითოეულ ჩვენთაგანს. რა არის მისი პრობლემა - ვერ ახერხებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის წარმოჩენას. ეს პერიოდი უნდა გადავიტანოთ ყველამ ერთად: მე, კილიანმა, ვინიმ, ბელინგემმა და სხვებმაც. ვეცდებით ყველაფრის გამოსწორებას.
დიახ, რეალი განიცდის დაღმასვლას, თუმცა სპორტში ეს ნორმალური მოვლენაა. ჩვენ უბრალოდ მარცხს გადავეჩვიეთ. ასეა, როდესაც მსოფლიოს ყველაზე რთულ კლუბში მუშაობ. საბედნიეროდ, გვაქვს საკმარისი მოტივაცია იმისთვის, რომ მწვერვალზე დავრჩეთ", - განაცხადა მადრიდელთა სპეციალისტმა.