Sky Sport Italia-ს კომენტატორმა, ფაბიო კარესამ ნაპოლის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. ჟურნალისტმა ერთმანეთს შეადარა ხვიჩა კვარაცხელია და დავიდ ნერეში, მისი მტკიცებით, "პარტენოპეის" ახალწვეული ვინგერი ამ მომენტისთვის უფრო შედეგიანი მოთამაშეა.
"ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ჩათვლის, თითქოს სისულელეს ვამბობ, თუმცა ჩემი აზრით, ნერეში ამ ეტაპზე კვარაცხელიაზე ძლიერი ფეხბურთელია. კონტეს გაუმართლა, რომ ნაპოლისთვის ასეთ რთულ დროს, მის განკარგულებაში დავიდი აღმოჩნდა. ხვიჩაზე შემიძლია იმის თქმა, რომ მის თამაშში მცირე რეგრესი შეინიშნება.
ბრაზილიელი გარემარბი არის უფრო შედეგიანი, სწრაფი და ნაკლებად ჯიუტი. ქართველი შემტევი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა უდინეზესთან მატჩმა აჩვენა, რომ შანსს "სამხრეთელთა" ვინგერიც იმსახურებს", - განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა.