პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე თავისი გუნდის ახალ შენაძენზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე უვკე ღიად საუბრობს.
მოგეხსენებათ, გასულ დღეებში, ვიდრე პსჟ ტრანსფერს ოფიციალურად გამოაცხადებდა, ენრიკე კონკრეტული კომენტარებისგან თავს იკავებდა.
"სხვა შემტევების მსვგავსად, კვარაცხელიას შეძენაც სეზონის დასაწყისიდან გვსურდა და მას დიდი ხანია ვაკვირდებით.
კვარაცხელიას რამდენიმე კომპონენტში გამოვარჩევ - მას შეუძლია გოლების გატანაც, დრიბლინგიც და რაც მთავარია, დაცვაში კარგი თამაშიც.
ეს თვისებები ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებ, ყველა გეგმას ერთად შევასრულებთ", - განაცხადა ენრიკემ.