გასული ზაფხულს ლივერპულმა ვალენსიადან გიორგი მამარდაშვილი 25 მილიონ ფუნტად იყიდა. აღნიშნულმა ტრანსფერმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რადგან მერსისაიდელებს ჰყავთ ალისონ ბეკერი და თითქოს ჩანდა, რომ კლუბს ახალი გოლკიპერი არ სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, უკვე ცხადი ხდება, რომ "წითლების" გადაწყვეტილება სწორია.
ყველამ ვიცით, რომ ბრაზილიელი მეკარე მიდრეკილია ტრავმებისკენ და პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში მან მორიგი დაზიანებაც მიიღო. ეს ნიშნავს, რომ "სქაუზერთა" გოლკიპერზე მთელი სეზონის მანძილზე დაყრდნობა სახიფათოა. დავუბრუნდეთ ქართველ კარის დარაჯს, რომლის გაფორმებით უკმაყოფილო კაოიმიჰინ კელეჰერი დარჩა.
ირლანდიელმა მეკარემ ეს თქვა საჯაროდ, თუმცა ფაქტია, რომ ენფილდელებმა ახალი კარის დარაჯის დამატებით სწორი ნაბიჯი გადადგეს, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ კლუბი მას გრძელვადიან პერსპექტივაში ამჟამინდელი 1-ელი ნომრის შემცვლელად არ განიხილავს. "ღამურების" გოლკიპერი კი ევრო 2024-ზე შთამბეჭდავი იყო და საქართველოს ეროვნულ გუნდს 1/8 ფინალში გასვლაში დაეხმარა.
24 წლის მეკარე უკვე რამდენიმე სეზონია, რაც "ლოს ჩეს" წევრია და ლა ლიგაში შესანიშნავად ასპარეზობს. მან 2022/2023 წლების სეზონიდან მოყოლებული, მონაწილეობა თითქმის ყველა მატჩში მიიღო და ზედიზედ 69 შეხვედრა ჩაატარა - ლივერპულის 32 წლის გოლკიპერთან შედარებით, ეს ძალიან დიდი სხვაობაა.
ამ სეზონში მერსისაიდელებმა პრემიერ ლიგაში მხოლოდ შვიდი შეხვედრა გამართეს, თუმცა ალისონი უკვე ორჯერ დაკარგეს. კრისტალ პალასთან შეხვედრაში ბრაზილიელმა გოლკიპერმა ბარძაყი კვლავ დაიზიანა, რის გამოც ბორნმუთთან და ვესტ ჰემთან გასამართი მატჩებიც გამოტოვა. "წითლებისთვის" კარგი ისაა, რომ ბეკერმა დაზიანება სანაკრებო პაუზამდე მიიღო.
"სქაუზერები" თავიანთი მეკარის დაბრუნებას უახლოეს შეხვედრებში არც ელიან. მას რეაბილიტაციისთვის რამდენიმე კვირა დასჭირდება. უკვე არაერთი სეზონია, რაც ენფილდელთა 1 ნომერს ტრავმიანობა აწუხებს. 2024 წელს ალისონმა ბარძაყის არეში ტრავმა 3-ჯერ მიიღო, რის გამოც ლივერპულმა ზაფხულში მამარდაშვილი შეიძინა.
32 წლის მეკარე ლივერპულის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა, თუმცა "მურსელაგოსის" 25-ე ნომრის ტრანსფერის მეშვეობით მომავლისთვის პრობლემის გადაჭრა აჩვენებს, რომ ხელმძღვანელობა კარგად მუშაობს.
პარი სენ-ჟერმენის გარშემო ტრიალებს ასეთი მოსაზრება - ლიგა 1-ში კონკურენციის არ არსებობის ხარჯზე, დედაქალაქური გუნდი ჩემპიონთა ლიგის თამაშებს დასვენებული ხვდება. აღნიშნულ ნათქვამს გამოეხმაურა პსჟ-ს დამრიგებელი, ლუის ენრიკე, რომელმაც საპირისპირო არგუმენტი მოიყვანა. "მსგავსი საუბრებ…
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მეორე ბრძოლაში მისთვის ქამრის წართმევით, ქართველი სპორტსმენი უფრო თავმდაბალი გახდა. "დაუნდობელი" ასევე შეეხო მისი და ისლამ მახაჩევის კონფლიქტს, რომლის მიზეზი რუსეთის დ…
ლონდონის ჩელსიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რის ჯეიმსს მუხლზე მცირე ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა. ინგლისელმა მცველმა ტრავმა ვარჯიშზე მიიღო, ოპერაციამ კი წარმატებით ჩაიარა. კლუბის ინფორმაციით, ფეხბურთელმა აღდგენითი პროცესი უკვე დაიწყო. ინგლისური პრესის ინფორმაციით, ჯეიმსი საუკეთესო…
კილიან მბაპეს ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩი დაუგროვდა. იუბილე გამოდგა ტრიუმფალური - მადრიდის რეალმა რომასთან გასვლით დაპირისპირებაში მოახდინა ქამბექი 1:3-ის შემდეგ და პირველი ბურთი სტუმართა მხრიდან შეაგდო სწორედ ფრანგმა ფორვარდმა, თანაც ჯამში 72-ე ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე. "ს…
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა საშუალო წონით დივიზიონში, კრის უაიდმანმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მოახლოებული ბრძოლის თაობაზე ისაუბრა. ამერიკელი ვეტერანის თქმით, ქართველმა მებრძოლმა რუს მოწინააღმდეგეს კვლავ სიძულვილით უნდა შეხედოს ისე, როგორც 1-ელი ჩხუბისას. "მგონია, რომ მათი პ…
მანჩესტერ იუნაიტედი ისევ კრიზისშია - ახალ სეზონში გამართულ 9 მატჩში ინგლისის 20-გზის ჩემპიონმა მხოლოდ 2-ჯერ იმარჯვა. ის 2 მოგებაც იყო იფსვიჩსა და საბაჰთან, რაც ოპტიმიზმის საფუძველს საერთოდ არ იძლევა. "წითელ ეშმაკთა" ამჟამინდელი თავკაცი, მაიკლ კერიკი ახლოსაა გაშვებასთან, რაც ნიშნა…
იბერიას ნახევარმცველმა ნიკოლოზ დადიანმა სტ.ტრუიდენთან წაგებული 2:0 მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. "საკმაოდ რთული თამაში გამოდგა, ცუდად დავიწყეთ და სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ პირველივე წუთიდან თამაში მათი დომინირებით წავიდა. რაც არ უნდა ძლიერი გუნდი იყოს, მთელი თამაში კარში რომ ვ…