კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს იბერია და ლევადია დაუპირისპირდებიან.
მატჩის წინ კომენტარი იბერიას მეკარემ გიორგი მაკარიძემ გააკეთა.
"ჩემი აზრით, უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე ლევადია, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველ შედეეგს მივაღწიოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.
ერთობა თუ იქნება, შედეგი აუცილებლად მოვა. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ სტადიონზე მოვიდნენ და მათ იმედებს არ გავუცრუებთ.
შეიძლება ბევრი ირონიულად უყურებს და ამბობს, რომ რამდენჯერ უნდა მივიდეო, მაგრამ მათ ვპირდებით, მაქსიმუმს გავაკეთებთ", - განაცხადა მაკარიძემ.








