რეალ მადრიდის პრობლემები, რომელიც ტრავმებთანაა დაკავშირებული, ახალ სეზონშიც გრძელდება — კარლო ანჩელოტის გუნდში საკმაოდ ბევრ ფეხბურთელს აწუხებს დაზიანება, შესაბამისად, 2024/25 სეზონის მძიმედ დაწყებას, ფეხბურთელების ჯანმრთელობის პრობლემებიც დაემატა. სამეფო კლუბში ტრავმების ეპიდემიაა.
ესპანური გრანდი მომდევნო შეხვედრას 14 სექტემბერს, რეალ სოსიედადთან ჩაატარებს და როგორც ცნობილი ხდება, გუნდი ამ მატჩს ძალიან დიდი დანაკლისით ხვდება. ძველ ტრავმებს რამდენიმე ახალი დაზიანებაც დაემატა — ედუარდო კამავინგას, ჯუდ ბელინგემის, აურელიენ ჩუამენის, ფერლანდ მენდის, დანი სებალიოსის და დავიდ ალაბას შემდეგ, ანჩელოტიმ ედერ მილიტაოც დაკარგდა. 26 წლის ცენტრალურმა მცველმა დაზიანება ბრაზილიის ნაკრების შეკრებაზე მიიღო.
ამ ყველაფრის ფონზე, ლა ლიგის მომდევნო ტურში დიდი შანსია აკადემიის ბევრ მოთამაშეს მიეცეს შანსი.