აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქემერტელიძემ ასპარეზობა მეოთხედფინალიდან დაიწყო, თურქ ჰაიდარ იავუზს 9-0 სძლია, ნახევარფინალში სომეხ არმან ანდერეასიანთან 1-3 წააგო და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში გადაერთო.
დღეს ბრინჯაოსთვის უნდა ეჭიდავა გოგა ოთინაშვილს, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაზე, ტრავმის გამო, ვერ გამოცხადდა.
ქართველ მოჭიდავეებს დღეს კიდევ 2 მედლის მოპოვების შანსი აქვთ, ბრინჯაოსთვის ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ.) იბრძოლებს, ჩემპიონობისთვის კი გივი მაჭარაშვილი (97 კგ.) იჭიდავებს.







