იტალიელი აგენტი მარიო გიფრედი აცხადებს, რომ გუშინ მან ზარი ნაპოლის პრეზიდენტისგან, აურელიო დე ლაურენტისისგან მიიღო.
მოგეხსენებათ, კვარაცხელიას გაყიდვის შემდეგ, ნაპოლის ხელმძღვანელობა რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.
"გუშინ, დე ლაურენტისმა დამირეკა და სებასტიანო და პიო ესპოსიტოეზე მკითხა. ლოს ანჯელესიდან დაბრუნებისთანავე, ის და კლუბის დირექტორი ამ ფეხბურთელებით დაინტერესდნენ", - განაცხადა აგენტმა.
სებასტიანო ესპოსიტო ემპოლის ფეხბურთელია, რომელიც პოზიციით შემტევია. მის ანგარიშზე 8 გატანილი ბურთია და გასულ ტურში ინტერსაც გაუტანა.
რაც შეეხება პიო ესპოსიტოს, 19 წლის შემტევი ინტერის საკუთრებაა, თუმცა სპეციაშია განათხოვრებული და იტალიის 21-წლამდე ნაკრების წევრია.