AS-მა ვალენსიას მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. გამოცემამ აღნიშნა, თუ როგორ დაეცა ახალგაზრდა კარის დარაჯის თამაშის ხარისხი, მას შემდეგ, რაც მან ლივერპულთან გააფორმა კონტრაქტი. შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლკიპერი "ღამურებში" დარჩა იჯარით, სეზონის ბოლოს კი ის სწორედ "წითლებს" შეუერთდება.
"ის, რაც ადრე ჩანდა წარმოუდგენელი, ახლა იქცა დებატების მიზეზად - უნდა იყოს, თუ არა მამარდაშვილი ვალენსიას სასტარტოს მეკარე?! მიმდინარე სეზონში გიორგიმ დაუშვა რამდენიმე შეცდომა, რაც "ღამურებს" დაკარგული ქულების ფასად დაუჯდათ. იყო პერიოდი, როდესაც ის პრიმერა დივიზიონის გოლკიპერებს შორის სეივების რაოდენობით ბოლო ადგილზეც კი იყო.
ქართველ მეკარეს "ლოს ჩესში" დარჩა 13 შეხვედრის ჩატარება, რის შემდეგაც ის შეუერთდება ლივერპულს, მისი ესპანური კარიერა კი წარსულს ჩაბარდება. არაა გამორიცხული, რომ სეზონის ბოლოსთვის "მურსელაგოსის" ძირითადში ვიხილოთ არა "წითლების" მომავალი გოლკიპერი, არამედ დიმიტრიევსკი, რომელიც კორბერანის სტილს უკეთ ერგება", - წელს ესპანური გამოცემა.