თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი კილიან მბპაპე მადრიდის რეალს უკვე შეუერთდა. კლუბმა ის ოფიციალურად სავსე საბტიაგო ბერნაბეუს წინაშე წარადგინა.
ფრანგ ფეხბურთელს მადრიდში საკუთარი ბინის მოძებნაში დიდი დრო არ დაუკარგავს და გამოსავალი მალევე იპოვნა.
მბაპეს ახალი, 9 მილიონ ფუნტიანი სასახლე მადრიდის ჩრდილოეთ ნაწილში, ლა ფინკაში მდებარეობს, რომელიც ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 8 მილითაა დაშორებული.
როგორც უკვე გითხარით, მბაპემ ამ სახლში 9 მილიონი ფუნტი გადაიხადა და წლების განმავლობაში იქ რეალის ყოფილი ფეხბურთელი, გარეთ ბეილი ცხოვრობდა.
სახლის შიდა და გარე ინტერიერი მართლაც გამორჩეულია. მას აქვს 8 საძინებელი, 11 აბაზანა და ავტოფარეხი, რომელიც საკმარისია 6 მანქანისთვის. მას აქვს უზარმაზარი საცურაო აუზი და კინოს ოთახი.
ეზოში განთავსებულია ფეხბურთის, კალათბურთის და გოლფის მოედნები, რაზეც გარეთ ბეილმა იქ ცხოვრების პერიოდში იზრუნა და ყველაფერი თავად მოაწყო.
მბაპე ასევე კარგად იქნება დაცული. საკუთრება აღჭურვილი იქნება უსაფრთხოების უახლესი ზომებით, მათ შორის სახის ამოცნობის ტექნოლოგიით, კამერებით და სიგნალიზაციის სისტემით, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიციასთან.
მბაპემდე ბეილმა სასახლეში 6,5 მილიონი ფუნტი გადაიხადა, როდესაც 2013 წელს ტოტენჰემიდან მადრიდში გადავიდა. მანამდე ეს სახლი რიკარდო კაკას კუთვნილებაში იყო.